დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი კრანს-მონტანას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
შეგახსენებთ, რომ ევროპულ და ევრიატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიაში, ქ. ბრიუსელში რამდენიმე დღის წინა გაემგზავრა, სადაც გამართა შეხვედრები ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრ ვერშბოუსთან, უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწესთან სორინ დუკარუსთან, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან, ასევე, შეხვედრები გაიმაღთა ნატო-ში საფრანგეთისა და გერმანიის მუდმივ წარმომადგენლებთან.