საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა ნატო-ს მეკავშირე ოფიცერს კავკასიაში, უილიამ ლაჰიუს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. დავით ზალკალიანმა უილიამ ლაჰიუს ასევე მიაწოდა ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხზე.
მხარეებმა შეხვედრისას ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ქართული მხარის მოლოდინები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით.