"რუსული იმპერია და მისი აღორძინების ყველა მცდელობა აუცილებლად კრახით დამთავრდება,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩერქეზ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების საქმეში და სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროფესორების დაჯილდოვების ცერემონიალზე ისაუბრა.
"ის, რომ საქართველომ დაიწყო თავისი ისტორიული როლის და ფუნქციის აღება, რაც მთელი კავკასიისთვის არის ფანჯარა ევროპაში, ვფიქრობ გრძელვადიან, დიდ შედეგს გამოიღებს. რუსეთის იმპერია და მისი აღორძინების ყველა მცდელობა აუცილებლად დამთავრდება კრახით და იმპერია აუცილებლად დასრულდება. ეს ბუნებრივად მოხდება - ყველა სხვა იმპერიის მსგავსად, ეს იმპერიაც დაასრულებს თავის არსებობას,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ანდრო გაბისონიას ქართველ და ჩერქეზ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ბრწინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.
ასევე ქვეყნის პირველმა პირმა სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი და დეპუტატი შოთა მალაშხია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
პოლიტოლოგი ანდრო გაბისონია უკვე წლებია, ორ ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების გამყარებაზე მუშაობს. იგი 2012 წლიდან ჩერქეზული კულტურის ცენტრის ერთერთი ხელმძღვანელია და 2011 წლიდან სხვადასხვა ჩერქეზულ ორგანიზაციების წარმომადგენელია საქართველოში.