საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, ვილნიუსის სამიტზე საქართველოს დელეგაციას მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ნინო კალანდაძის განცხადებით, ეს არის წმინდა ფორმალური ხასიათის შეხვედრა და ამ საკითხში ევროკავშირი ძალიან კატეგორიულია, ამიტომ, სამიტზე წარმოდგენილ დელეგაციას იმ მომენტში მოქმედმა პრეზიდენტმა უნდა უხელმძღვალელოს.
"თუ არჩევნების შედეგები იქნა ისეთი, რომ საჭირო გახდა მეორე ტურის დანიშვნა, მაშინ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე უფლებამოსილება რჩება ძველ პრეზიდენტს და შესაბამისად, ის წარადგენს საქართველოს ვილნიუსის სამიტზე,"- განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ნოემბერში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე საქართველო და მოლდოვა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას მოახდენენ, ხოლო უკრაინა კი, აღნშნულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას ელოდება.