ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე დღეა ღია კარის დღე იმართება. ნებისმიერ მსურველს სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციის მიღება და ფაკულტეტების წარმომადგენლებთან გასაუბრება შეეძლება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღია კარის დღეზე აბიტურიენტები უნივერსიტეტში სწავლის პირობებს და თსუ-ში მოქმედ სხვადასხვა პროგრამებს გაეცნობიან.
ღია კარის დღე გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, II სართულზე, ფიზიკის დიდ აუდიტორია #212 -ში.