დღეს, 7 მარტს, მართლმადიდებელი ეკლესია ეკლესია, ასევე, წმინდა მოწამეების, ცხრა ყრმა კოლაელთა ხსენების დღეს აღნიშნავს.
ცხრა ყრმა კოლაელნი: გუარამი, ადარნასე, ბაქარი, ვაჩე, ბარძიმი, დაჩი, ჯუანშერი, რამაზი და ფარსმანი VI საუკუნეში აღესრულნენ.
ისინი მდინარე მტკვრის სათავეში წარმართმა მშობლებმა ქრისტიანობის მიღებისათვის ჩაქოლეს.