საწვავზე ფასების შემცირების მოთხოვნით, ავტომოყვარულებმა დღეს საპროტესტო აქცია - "პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს" გამართეს.
ვტომოყვარულებმა კუს ტბის ასახვევდან რამდენიმე ათეული ავტომობილითYთბილისის ცენტრალურ უბნებში მსვლელობა მოაწყეს.
მომიტინგეების განცხადებით, საქართველოში საწვავზე ფასები მკვეთრად აღემატება რეალურ ფასებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში არსებული ნავთობის ფასის გათვალისწინებით, საქართველოში საწვავის ფასი 1,5 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
ავტომოყვარულების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ორგანოები მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ და საწვავის ფასს არ შეამცირებენ, საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს