განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს სკოლების დირექტორბს ხელფასის მომატებას დაპირდა. მისი თქმით, აპრილიდან 1200 სკოლის დირექტორს, რომელის ხელფასი საშუალოდ 130 ლარს შეადგენს ჯამაგირი გაეზრდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" სკოლის დირექტორებტან შეხვედრის დროს ისაუბრა.
აღნიშნული ინიციატივა, "განათლების პროფესიული სინდიკატისა" და "განათლების ლიდერთა ლიგის" წარმომადგენლებმა გამოთქვეს.
დღევანდელ შეხვედრას 500-მდე სკოლის დირექტორი ესწრებოდა