6-7 მარტს, 10:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, დასავლეთ საქართევლოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის კვალიფიციური ექიმები და წყალტუბოს დევნილთა პოლიკლინიკის მედიკოსები, წყალტუბოს რაიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სპეციალიზირებულ გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
პირველ ეტაპზე პაციენტები ქირურგიული, უროლოგიური და გინეკოლოგიური პათოლოგიით შეირჩნენ. თავდაპირველად ექოსკოპიურ და ლაბორატორიულ გამოკვლევები 600-მდე დევნილს ჩაუტარდება.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი სამედიცინო დაზღვევის მქონე პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში ოპერაციები გაუკეთდებათ. წყალტუბოს რაიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება სამი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, დასავლეთ საქართევლოს ეროვნული სამედიცინო ცენტრი მსგავს გამოკვვლევებს ქუთაისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთანაც გეგმავს.