დღეს, 6 მარტს, 12:00 საათზე მცხეთის რაიონის მოსწავლეები თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლს ითამაშებენ. სპექტაკლი `ჯანმრთელი თაობა~ პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში დაიდგა და მას მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელები დაესწრებიან.
სპექტაკლი მცხეთის საჯარო სკოლების მე-7 კლასელებმა დადგეს. მოსწავლეებმა მათთვის აქტუალურ თემებზე სპექტაკლის იდეა საქართველოს პროკურატურის მხარდაჭერითა და ორგანიზებით განახორციელეს. სპექტაკლი ნარკოდანაშაულის და ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, სცენაზე მოზარდებმა მათი თაობისთვის პრობლემური საკითხები წამოჭრეს.