ბათუ ქუთელიამ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობა დატოვა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, თამარ კინწურაშვილმა განაცხადა ამ ეტაპზე ქუთელია აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
,,ბათუ ქუთელია ახლა ამერიკაში სამუშაო კონტრაქტის საფუძველზე იმყოფება და სწორედ ესაა გამგზავრების საფუძველი. ახლა დროებით შვებულებით სარგებლობს, მაგრამ თანამდებობას დატოვებს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კინწურაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუ ქუთელია რამდენიმე წლის წინ აშშ-ში საქართველოს ელჩი იყო. ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაც ეკავა. ხოლო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ მას შემდეგ დაინიშნა, რაც უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გახდა.