ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან დუნია მიატოვიჩთან.
შეხვედრაზე მედიის მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარება, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, საქართველომ ორგანიზაციასთან ბევრ საკითხებზე ითანამშრომლა და ეუთო-ს მედიის თავისუფლების ოფისის რეკომენდაციით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივებიც განხორციელდა.
„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნებისთვის, რომლებსაც წინა სისტემის მემკვიდრეობასთან გამკლავება უწევთ და საზოგადოებრივი მაუწყებლობის დანერგვას ცდილობენ. ჩვენ საკმაოდ კარგად ვიმუშავეთ ბევრ საკითხებზე. კანონი მედიის საკუთრების გამჭვირვალობის შესახებ, სწორედ ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღეს. ჩვენს შორის ღია კომუნიკაცია და თანამშრომლობაა. ოფისსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სამაგალითოა, ყოველ შემთხვევაში, იმ ბოლო სამი წლის განმავლობაში, როდესაც მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ოფისს მე წარმოვადეგნ"- აღნიშნა დუნია მიატოვიჩმა.
დუნია მიატოვიჩის ინფორმაციით 10-11 ნოემბერს საქართველო სამხრეთ კავკასიის მეათე მედია კონფერენციას უმსაპინძლებს. კონფერენცია თბილისში გაიმართება. საუბარი სამხრეთ კავკასიის მეათე მედია-კონფერენციის ფარგლებშიც გაგრძელდება,