ოკუპირებულ აფხაზეთში მდგარი რუსი ოკუპანტები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში მდინარე ენგურზე მდებარე ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
„2013 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების წარმომადგენლებმა აფხაზეთში სხვა და სხვა ტიპის ერთი ათასზე მეტი სხვა და სხვა კალიბრის საბრძოლო მასალა და აუფეთქებელი საავიაციო ბომბები იპოვეს",_ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ აღმოჩენილი საბრძოლო მასალა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურს გადაეცა.
„საავიაციო ბომბები კი განადგურებულია საერთაშორისო ორგანიზაცია „The Halo Trust" -ის წარმომადგენლებთან ერთად", _ ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, ანგარიშში ასევე აღიშნულია, „საქართველო-რუსეთის საზღვარზე სექტემბრის თვეში, ორივე მიმართულებით გატარებულია 85 400 ათასზე მეტი ადამიანი.
გამოვლენილია 870 ადამიანი რომლებსაც საბუთები წესრიგში არ ჰქონდათ. 125 ადამიანი საზღვარზე არ გაატარეს. ყველა ის ადამიანი, ვინც საზღვარზე არ გაატარეს აფხაზეთის უშიშროების სამსახურს გადასცეს", _ ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები