ევროკავაშირის ქვეყნების ვაჭრობის მინისტრები, საქართველოსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავენ. საკითხზე მსჯელობა ვილნიუსის მომავალი სამიტს უკავშირდება.
როგორც უცხოური მედია იუწყება, 18 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება ევროკავშირის საბჭოს სხდომა საგარეო საქმეთა საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც ვაჭრობის მინისტრები განიხილავენ აღმოსავეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში ვაჭრობის საკითხებს.
შეგახსენებთ, რომ ვილნიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები