რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში ბალამწარიშვილების კუთვნილ ნაკვეთზე მავთულხლართები გააბეს.
აღნიშნული ტერიტორიის მფლობელი მოსავლის აღებას ვერ ახერხებს და ხელისუფლებას ფაქტზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
მავთულხლართების გავლების გამო, საოკუპაცო ზოლს მიღმა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დამატებით 4 ჰექტარამდე მიწის ფართობი მოექცა.