სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშენს დროს რუსეთი ოლიმპიადის სტუმრებსა და მონაწილეებს მოუსმენს და თვალყურს გაადევნებს. ნებისმიერი ონლაინ-კონტაქტი და ყველა ქმედება ქსელში, ქვეყნის საიდუმლო სამსახურებისათვის უცნობი არ დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ "The Guardian"-ი ავრცელებს.
„ტერორიზმის საფრთხე და კრემლის პარანოია რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს მოსმენის უპრევედენტო სისტემის შექმნისკენ უბიძგებს", _ წერს გამოცემა. სტატიას სახელწოდებით „სოჭში ოლიმპიურ ობიექტებთან ერთად კრემლის სათვალთვალო ობიექტებიც შენდება" "The Guardian"-ი აქვეყნებს. სტატია ჟურნალისტების მიერ ჩატარებული კერძო გამოძიების შედეგებზე დაყრდნობითაა დაწერილი.
სტატიაში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის რუსეთის ფედერალური სამსახურის უფროსად ოლეგ სირომოლოტოვი დაინიშნა, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი, რომელიც ონტრტერორისტული საქმიანობით არასოდეს დაკავებულა თუმცა უცხო ქვეყნის ჯაშუშებს დასდევდა.
„ერთ ერთ კონფერენციაზე, რომელიც 2010 წელს ჩატარდა გაკეთდა ანგარიში სოჭში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის მასალებში, რომელიც ჩვენ ჩაგვივარდა ხელში საუბარი იყო კიბერიერიშებზე და იმაზე, რომ სოჭში აუცილებელია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს და მოდენტინიზირება მოხდეს ინფორმაციის ხელში ჩაგდების რუსეთის მთავარი სისტემისა. იქვე დაზუსტებული იყო, რომ ეს საიდუმლოდ უნდა გაკეთდეს", _ წერენ ავტორები და აღნიშანვენ, რომ „როსკომნადზორის" დოკუმენტაციის მიხედვით, რომლებიც შეწყიდვებსა და ტენდერებს ეხება რუსეთის ხელისუფლება 2010 წლიდან ცდილობს დარწმუნდეს იმაში, რომ სოჭის რაიონში ყველაფერი ჯეროვნად არის დამონტაჟებული.
„ივნისში „როსტელეკომმა" სოჭის მიდამოებში მობილური სქელი „4G LTE" აამოქმედა და ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე სწრაფად Wi-Fi -ს წვდომის პირობა დადო.
თუმცა დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც ჩვენმა მკვლევარებმა ნახეს „როსტელეკომი" ყველა თავის მობილურ ქსელში უშვებს „DPI" სისტემას. ეს ტექნოლოგია კი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს საშუალებას აძლევს არა თუ თვალყური ადევნოს მთელს გრაფიკს, არამედ გაფილტროს ის",_ ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სოჭის სტუმრებს ტყუილად აქვს იმედი, რომ მათი ინფორმაცია მსხვილი კომპანიების თანამედროვე დაშიფვრის სისტემებით იქნება დაცული.
„მარტში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ შემოიღო ინფორმაციის ხელში ჩაგდების რუსეთის მთავარი სისტემის ახალი წესები ინტერნეტ-პროვაიდერებისათვის. „ეს პირველი დოკუმენტია, სადაც, დასავლეთში ბაზირებული მსხვილი სერვერები მაგალითად Gmail და Yahoo - - ხსენებულნი არიან სერვისებად, რომელთა ხელში ჩაგდება ხელმოსაწვდომი უნდა იყოს. ეს დირექტივა ჯერ ხელმოწერილი არ არის, მაგრამ განზრახვა ცხადია", _ წერს "The Guardian"-ი.