თბილისის მერიის ინიციატივით, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების ახალი სპორტული ცენტრი გაიხსნა.
ცენტრი თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა. მას სპორტული ინვენტარიც დედაქალაქის მერიამ გადასცა.
თანამედროვე სპორტული ცენტრი ადგილობრივ და მსოფლიო ტურნირებს უმასპინძლებს. ის 200 სპორტსმენზეა გათვლილი.
"ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვისაც უნდა სპორტით დაკავდეს და ყველასთვის, ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წერი არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები, ეს დღე მნიშვნელოვანია... ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ასეთი კომპლექტი უნდა ჰქონდეს თბილისის უკლებლივ ყველა რაიონს", - განაცხადა გიგი უგულავამ.