ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბერში ინტერნეტ აუქციონზე სააგენტოს მიერ გამოცხადებული ლოტების რაოდენობა 2 124 ერთეული შეადგენდა. საიდანაც 313 ლოტი წარმოდგენილი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, 3 ლოტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, 268 ლოტი თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 1 ლოტი შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროს მიერ, ხოლო 22 ლოტი ელექტრონულ აუქციონზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ იყო გამოტანილი. რაც შეეხება იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ გამოცხადებული ლოტების, მათმა რაოდენობამ სექტემბერში 544 ერთეული შეადგინა, საიდანაც ფიზიკური პირების მიერ გამოცხადებული ლოტების რაოდენობა 33 ერთეული იყო.