საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ხელმძღვანელი ქრისტიან ლაგარდი დარწმუნებულია, რომ თუ აშშ-ში ბიუჯეტთან დაკავშირებით პოლიტიკური კრიზისი არ გადაილახება, მაშინ როგორც აშშ-ს, ასევე მსოფლიოს ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიადგება. ლაგარდის განმარტებით, ერთობ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა შეძლონ მოლაპარაკება და სახელმწიფო ვალის ჭერის ზღვარი გაზარდონ და დეფოლტი თავიდან აიცილონ.
თავის მხრივ აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ განმარტა, რომ თუ კი ვაშინგტონი პრობლემას დროულად არ მოაგვარებს, მაშინ აშშ-ს სერიოზული რეცესია დაემუქრება.
შეგახსენებთ, რომ აშშ მთავრობას სახელმწიფო დაფინანსება მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ამოეწურება, თუ კი აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და კონგრესის კომპრომისს ვერ მიაღწევენ.