„საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკი" საქართველოს 40 მილიონ ევროს სესხს გამოუყოფს. პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს და ევრო პის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულება „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II", პარლამენტში საკომიტეტო განხილვას გადის.
ხელშეკრულება „ევროპის საინვესტიციო ბანკის" მიერ საქართველოსთვის 40 მილიონი ევროს ოდენობით ახალი სესხის გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც სამეგრელოში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, შიდა ქართლსა და კახეთში წყლისა და სანირების სფეროში ეფექტურობის, მომსახურების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოცდაათი ქვეპროექტის განხორციელებას მოხმარდება. აღნიშნულ ფინანსურ სახსრებს ფინანსთა სამინისტრო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" გადასცემს იმავე პირობებით, რა პირობებითაც ბანკი (EIB) გამოუყოფს საქართველოს.
მასალის გამოყენების პირობები