მთავრობის პროგნოზით, 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, რეალური მშპ 5 %-ი იქნება. როგორც „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2014-2017 წლებისათვის" დოკუმენტშია გაწერილი, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად 5 %-ით გაიზრდება. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ 2014 წლისთვის მშპ 31 მლრდ 164 მლნ 700 ლარი იქნება, 2015 წლისთის მშპ ნომინალური გამოხატულებაში 33 მლრდ 704 მლნ 700 ლარი იქნება, 2016 წელს კი მშპ ნომინალურ გამოსახულებაში 36 მლრდ 451 მლნ 600 ლარითაა განსაზღვრული, ხოლო 2017 წლისთვის კი 39 მლრდ 422 მლნ 400 ლარით.
რაც შეეხება მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე ნომინალურ გამოსახულებაში ის მზარდია და 2014 წლიდან 2017 წლამდე, პროგნოზის მიხედვით, იზრდება.
შეგახსენებთ, რომ მშპ-ს ზრდის ტემპი 2010 წელს 6,3 %-ი, 2011 წელს - 7,3 %-ი, 2012 წელს - 6,1 %-ი იყო, ხოლო 2013 წლისთის პროგნოზის მიხედვით ეკონომიკა 6 %-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა როგორც მთავრობაში უკვე ღიად აღიარებენ 2013 წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4 %-ით გაიზრდება.