დღეს, 4 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "არტისტერიუმი 2013" გაიმართება.
10 დღის განმავლობაში "არტისტერიუმი 2013" ფარგლებში გამოფენათა ცილკი, პერფომანსები და სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. "არტისტერიუმის" თემა "ვარ მე შენ? " მონაწილეებს სთავაზობს "სხვისი", როგორც ფენომენის კვლევას და მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 80 მხატვარი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, შვეიცარია, თურქეთი, პოლონეთი, იაპონია.
"არტისტერიუმი 2013"-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდება ვიდეო ფილმების სამდღიანი ფესტივალი სახელწოდებით "განსხვავებული ეკრანი", რომელზეც 19 სხვადასხვა ქვეყნის ფილმები იქნება ნაჩვენები. ფესტივალი პიორველად ჩატარდა დიდ ბრიტანეთში. "არტისტერიუმზე" მას წარმადგენენ ბრუს ალანი (მხატვარი), გარეტ ევანსი (ლონდონის გალერეის "ვაითჩეპელის" ვიდეო დეპარტამენრის უფროსი ) და ბეჯამინ ისტოპი (კურატორი).
არტისტერიუმი, რომელიც თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება წარმოადგენს თანამედროვე ხელოვანთა და რიგით დამთვალიერებელთა დაახლოების პლატფორმას. ყოველ წელს არტისტერიუმი ეხმაურება ქვეყანაში არსებულ იმ პერიოდის აქტუალურ სოციალურ, ურბანულ, ესთატიურ და პოლიტიკურ საკითხებსაც კი.
ფესტივლის პარტნიორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი; ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში; ისრაელის საელჩო საქართველოში; პოლონეთის საელჩო საქართველოში; გოეთეს ინსტიტუტი/საქართველო; ბრიტანეთის საბჭო /საქართველო, ევროპის სახლი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; პრო-ლეჰვეცია-შვეიცარული სახელოვნებო ფონდი, გ.ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.