3 ოქტომბერს გამართულ შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე ოფიციალურად გაჟღერდა ინფორმაცია ამ პარტნიორობის შესახებ. F.Hoffmann- La Roche-ს მიერ შვეიცარიაში დამზადებული პეგინტერფერონის აქტიური მოქმედი ნივთიერება წარმოების ბოლოო ეტაპს ქართულ ფარმაცვეტულ საწარმო "ჯი-ემ-პი-ში" გაივლის და საბოლოო სახეს მიიღებს ადგილობრივი პროდუქტის საახით.
შვეიცარიელებმა არჩევანი ქართულ " ჯი-ემ-პი"-ზე შეაჩერეს, რასაც წინ უძღოდა შვეიცარიელი მწარმოებლების არაერთი მკაცრი აუდიტი.
C ჰეპატიტი სადღეისოდ, მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში C ჰეპატიტის ვირუსით - 170 მლნ ადამიანია ინფიცირებული. C ჰეპატიტის გავრცელება საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 6,7%-ია.
C ჰეპატიტის მართვის საერთაშორისო სტანდარტად აღიარებულია ე.წ. პეგილირებული ინტერფერონების და რიბავირინის კომბინაცია. C ჰეპატიტის მკურნალობა საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული და დღემდე ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. პრეპარატის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გადაწყდა შვეიცარიული პეგილირებული ინტერფერონის წარმოების დასკვნითი ეტაპი საქართველოში გადმოტანილიყო, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მკურნალობის ღირებულებას.
შვეიცარიელი მწარმოებლების და ხარსხზე ორიენტირებული ქართული ფარმაცევტული წარმოების ფლაგმანის, "ჯი-ემ-პის" პარტნიორობა იმის საწინდარია, რომ საქართველოში იწარმოება თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მედიკამენტები, რაც აუცილებლად აისახება ქართველი პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.
მასალის გამოყენების პირობები