TBILISI NEWCOMERS 2013- 4 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის პარკში (გოფილექტის ბაღი) ჩატარდება.
ფინალურ კონცერტში მონაწილეობას 10 ბენდი მიიღებს: (1. The Shoo; 2. Lady Heroine; 3. ჩი-ჩო; 4. Lasha Kicks; 5. The Pulse; 6. Signs; 7. Electric Appeal; 8. Weekend Pop; 9. Gravity; 10. არა). ჯგუფები ორ-ორი სიმღერით წარსდგებიან მსმენელის წინაშე.
TBILISI NEWCOMERS 2013-ში მონაწილეობის სურვილი წელს 40-მა ბენდმა გამოთქვა, საიდანაც მეორე ეტაპზე 20 ჯგუფი გადავიდა. შოუქეისების შედეგად „ალთერ ვიჟენ გრუფ"-ის პროდიუსერებმა ფინალური კონცერტისთვის 10 ბენდი შეარჩიეს.
შეგახსენებთ, რომ ყოველწლიური მუსიკალური პროექტი, Tbilisi Newcomers წელს მეხუთედ ტარდება. პროექტი პირველად 2009 წელს ჩატარდა. ოთხი წლისგანმავლობაში პროექტში მონაწილეობის სურვილი 500-ზე მეტმა მუსიკოსმა გამოთქვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროექტის დასრულების შემდეგ ბენდებს რჩებათ საპრომოუშენო მასალა (ვიდეო და ლაივ აუდიო ტრეკი), რომლის დამზადებას უზრუნველყოფს Altervision Group. "Best Newcomer" ბენდს ეძლევა საშუალება დაუკრას ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air. აქამდე გამარჯვებულ ბენდებს საშუალება ჰქონდათ დაეკრათ ისეთ მსოფლიო დონის მუსიკოსებთან ერთად როგორიცაა: Deep Purple, DDT, Dub FX, Infected Mushroom, Tricky, The Subways და ა.შ.