ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) პროექტის განხორციელება თურქეთს 4 მლრდ დოლარის შემოსავალს მოუტანს, აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა თანერ ილდიზმა გააკეთა. მისივე განმარტებით, პროექტის განხორციელება ქვეყანაში 19 ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს. მინისტრის თქმით, გაზსადენის მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება
როგორც ცნობილია, TANAP -ის მშენებლობა 2014 წელს უნდა დაიწყოს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის პროექტის განხორციელებაზე შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. პროექტის რეალიზაციისთვის საკანონმდებლო ბაზაც მოსაწესრიგებელია და რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. გაზსადენის მშენებლობა, პროექტის თანახმად, 2017-2018 წლებში უნდა დასრულდეს. საწყის ეტაპზე მილსადენით 16 მლრდ კუბ/მ ბუნებრივი აირის გატარებაა დაგეგმილი, ხოლო 2023 წლისთვის გაზსადენის გამტარუნარიანობა 23 მლრდ კუბ/მ-მდე უნდა გაიზარდოს. 2026 წლიდან კი გაზსადენმა, გეგმის მიხედვით წელიწადში 31 მლრდ კუბ/მ ბუნებრივი აირი უნდა გაატაროს.
TANAP-ი განკუთვნილია აზერბაიჯანული გაზის თურქეთში ტრანსპორტირებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ TANAP-ი Nabucco-ს ალერნატივადაა მიჩნეული.