პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდს (parliament.ge) ახალი ფუნქცია დაემატა. ჟურნალისტებსა და დაინტერესებულ პირებს ვებგვერდზე კენჭისყრის შედეგების ნახვა შეეძლებათ. კერძოდ, კენჭისყრის შედეგების მონაცემთა ბაზა იმის გარკვევის საშუალებას იძლევა მესამე მოსმენით გატანილ კანონპროექტებს რომელმა პარლამენტარმა მისცა ხმა ან არ დაუჭირა მხარი.
„ასევე, შეგვიძლია აქვე ვიპოვოთ რამდენ კენჭისყრას დაესწრო დეპუტატი. ეს არის ძირითადად ჟურნალისტებისათვის გაკეთებული და გადასარევი გზა იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა შეხედონ რას აკეთებს პარლამენტარი," - ამბობს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკო ნერგაძე.