2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 355 მლნ ლარით იზრდება და 2 მლრდ 700 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც ბიუჯეტის მთლიანი
გადასახდელების 30,0%-ს შეადგენს.
სამინისტროს დაფინანსების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია 2013 წლის განმავლობაში გაზრდილი სოციალური გასაცემლების და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებასთან.
გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დავისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის 1 920,7 მლნ ლარი; საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისათვის - 300,8 მლნ ლარი; მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის დაზღვევისათვის 278,1 მლნ ლარი; ჯანმრტელობის დაცვასთან დაკავშირებული სხვა პროგრამებისთვის - 132,6 მლნ ლარი;