2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 9 009.0 მლნ ლარით განისაზღვრა. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო სახსრები 8 269.0 მლნ ლარს, გრანტები 110.0 მლნ ლარს და კრედიტები 630.0 მლნ ლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 7 482.3 მლნ ლარითაა განსაზღვრული, მათ შორის: შრომის ანაზღაურება - 1 255.7 მლნ ლარი; საქონელი და მომსახურება - 809.0 მლნ ლარი; პროცენტი - 297.6 მლნ ლარი; სუბსიდიები - 237.2 მლნ ლარი; გრანტები - 1 114.0 მლნ ლარი; სოციალური უზრუნველყოფა - 2 636.5 მლნ ლარი; სხვა ხარჯები - 1 132.3 მლნ ლარი.
პროექტის მიხედვით, 2014 წლის ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებულია - 667.7 მლნ ლარი, საიდანაც: 413.5 მლნ ლარი მიიმართება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე; 76.6 მლნ ლარი გამოყოფილია სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე; 26.3 მლნ ლარი მიიმართება პენიტენციალური სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე;
ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გამოყოფილია - 274,8 მლნ ლარი, საიდანაც: 124.3 მლნ ლარი გამოიყოფა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის; 48.4 მლნ ლარი მოხმარდება სხვადასხვა რეგიონების წყლისა და წყალანირების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას; 28.8 მლნ ლარი მიიმართება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 70.0 მლნ ლარით.
2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ვალდებულებების კლება შეადგენს 584.3 მლნ ლარს, საიდანაც 508.2 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 76.1 მლნ ლარი - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე.
მასალის გამოყენების პირობები