2013 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0,1 პროცენტი შეადგინა. _ იტყობინება საქსტატი.
ფასების დონის ცვლილებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთავრობის მიერ სამშობიარო მომსახურების სუბსიდირებამ, რომელიც ითვალისწინებდა მშობიარობაზე 500-ლარიანი სახელმწიფო დაფინანსების შემოღებას.
აღსანიშნავია ფასების ცვლილება სამომხმარებლო საქონლის და მომსახურების შემდეგ ჯგუფებზე სექტემბრის ინფლაციასთან მიმართებაში:
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 8,9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა საავადმყოფოების მომსახურებაზე (-27,2 პროცენტი).
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით, რომლის წვლილმაც სექტემბრის ინფლაციაში 0,42 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი მატებით გამოირჩევა შემდეგი ქვეჯგუფები: ხილი და ყურძენი (10,4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (4,3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3,9 პროცენტი).