„საქპატენტისა" და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ეგიდით, 3-4 ოქტომბერს სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში" ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - "გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა", გაიმართება.
„საქპატენტის" ინფორმაციით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლები და ადგილობრივი კომპანიები.
კონფერენციის მონაწილეებისთვის მოხსენებებით გამოვლენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მატიას გოიზე, აშშ-ს პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების წარმომადგენელი დებრა ლიი და სხვა უცხოელი ექსპერტები.
კონფერენციას გახსნის და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს „საქპატენტის" თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანია გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ასევე მონაწილეთთავის ამ სფეროში არსებული საქართველოს კანონმდებლობისა და სისტემის გაცნობა.
მასალის გამოყენების პირობები