3 ოქტომბერს 11:00 საათზე, სასტუმრო „რადისონში" სავალუტო ბაზრის მსოფლიოში ცნობილი ბროკერი - კომპანია „მასტერ ფორექსი" (Master Forex) საქართველოში წარმომადგენლობითი ფილიალის - კომპანია MFX Group Georgia-ს გახსნაზე ოფიციალურ განცხადებას გაკეთებს. რომელიც თავის მხრივ მოემსახურება როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ კლიენტებს. უკვე ცნობილია, რომ MFX Group საქართველოში ახალ წარმომადგენლობით ოფისს ხსნის, კერძოდ კი პირველ „Forex" ჯგუფს რეგიონში, კორპორაციულ სექტორში პირდაპირი შეთავაზებებით.
ახალი ფილიალის გახსნა ინდივიდუალური თუ კორპორაციული მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურ პროგრამებს ითვალისწინებს. პარტნიორობის გაუმჯობესებული „2X" სისტემა ითვალისწინებს ანგარიშის გახსნისას პირველადი შენატანის გაორმაგებას - "Moving towards each other".
უკვე 30 ქვეყანაში, მათ შორის დსთ-ს ქვეყნებში კომპანიას გააჩნია საბაზრო ეკონომიკასთან მუშაობის გამოცდილება, ბიზნეს-გეგმები დასაწყისისთვის, კრეატიული მიდგომა სწავლისთვის. ოფისი კვირაში 6 დღე იმუშავებს.
„საქართველოს ბაზარი მომხიბვლელია თავისი ცვალებადი ეკონომიკით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადრე არავის არ უცდია ტრენდის შექმნა სავალუტო ბირჟის საფუძველზე. ეს განიხილებოდა როგორც დამატებითი შემოსავლის წტყარო და არ არსებობდა მოქმედებების კონკრეტული გეგმა. ჩვენ არ ვმუშაობთ „შაბლონურად", ყოველ ქვეყანასთან მიმართებაში კომპანია „Мастер Форекс"-ს გააჩნია ინდივიდუალური მიდგომები, რაც კომპანიის მთავარი უპირატესობაა. ჩვენთან ოფისში ვზრდით პროფესიონალებს - ვაძლევთ საშუალებას გაზარდონ საკუთარი კაპიტალი, ვქმნით მათთვის ახალ პროდესიას, ვუხსნით წვდომას შეუზღუდავ შესაძლებლობებისკენ და საკუთარი ბიზნესის წამოწყების დაგეგმვის საშუალებას ვაძლევთ",- განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ევგენი ჟიდკოვმა.
ახალი ოფისი ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის" შენობაში მდებარეობს, სადაც კომპანია მიიღბს საკუთარ კლიენტებს და ზრდის მომავალ ტრეიდერებს. საქართველოშ ფილიალის გახსნა კომპანიის 7 წლის იუბილეს დაემთხვა, ამასთან დაკავშირებით კომპანია მომხმარებლებს სასიამოვნო სიურპრიზებს სთავაზობს(უფასო სწავლა, ახალი პრიზების გათამაშება, პირადი კონსულტაციები, პირველადი თანხის გაორმაგება და ა.შ).
ღონისძიებას დაესწრებიან,
იგორ ვოლკოვი - კომპანია „მასტერ ფორექსი"-ს მფლობელი ახალგაზრდა მილიონერი, 20 წლის ასაკში გახსნა კომპანია „მასტერ ფორექსი"-ს სადილინგო ცენტრი. ორი წლის შემდეგ „მასტერ ფორექსი" შევიდა MFX Group-კომპანიების ჯგუფში. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები არის: საინვესტიციო საქმიანობა, ფინანსური კონსულტაციები, სამშენებლო ბიზნესი, სპონსორობა და ქველმოქმედება. „რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების საუკეთესო ბროკერი-2010" . ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიზე FOREX EXPO AWARD კომპანია „მასტერ ფორექსმა" მიიღო ჯილდო როგორც საუკეთესო მიკრო-ფორექს ბროკერი. „ყველაზე სწრაფად ზრდადი ბროკერი აზიაში-2011. 2013 წლის მაისში კომპანია იყო გამოცხადებული გამარჯვებულად ერთდროულად 3 ნომინაციაში: „საუკეთესო საპარტნიორო პროგრამები", „საუკეთესო ისლამური ბროკერი", „საუკეთესო მიკრო ბროკერი".
ევგენი კოგანი - კომპანია „მასტერ ფორექსი"-ს პარტნიორი და ეკონომიკური ანალიტიკი. 1990 წლიდან მუშაობს „Union Bank of Israel"-ის ინვესტიციების მთავარ მრჩევლად, 1997-1998 წლები - საკონსულტაციო კომპანია „პრემა"-ს საინვესტიციო კონსულტაციის დეპარტამენტის უფროსი. 1998 - 2003 წლები- საინვესტიციო კომპანია „ცენტრინვესტ"-ს ტოპ მენეჯერი 2003 წლიდან - კომპანია „ანტანტა კაპიტალი"-ს მმართველი დირექტორი, 2006 წელს გახდა კომპანიის გენერალური დირექტორი. 2009 წელს გახდა „Третий Рим"-ის პარტნიორი. 2011 წლიდან - კომპანია „Московские партнёры"-ს პრეზიდენტი.
ევგენი ჟიდკოვი - კომპანია „MFX Group" („მასტერ ფორექსი") ამიერკავკასიის ფილიალების მმართველი, აზერბაიჯანის ფილიალის დირექტორი. 2004 წელს დაიცვა დისერტაცია ნავთობის საკითხში. 2005-2008 წწ - კომერციული, და შემდგომ - აღმასრულებელი დირექტორი "Celenge Group" ჰოლდინგის. 2011 წლიდან - საერთაშორისო კომპანია „ალპარი"-ს აზერბაიჯანის ფილიალის მმართველი. 2012 წელს ნაციონალური დაჯილდოება „წლის კომპანია"-ს ფარგლებში გახდა ერთადერთი პირადი ნომინაციის მფლობელი როგორც აზერბაიჯანის ტოპ მენეჯერი. 2013 წლიდან - საერთაშორისო კომპანია „მასტერ ფორექსი"-ს ამიერკავკასიის ფილიალების მმართველი.
მარგარიტა ჟიზნევსკაია - კომპანია „MFX Group Georgia"-ს დირექტორი. 2008 - 2011 წლები - მუშაობდა ლუქსემბურგის, პარიზის და ლონდონის საბროკერო კომპანიებზე ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. 2011 წლიდან - კომპანია „ფაინენშელ ბროკერს ჯორჯია"-ს დირექტორი და მფლობელი. 2013 წლიდან - ამერიკის სავაჭრო პალატის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის მმართველი. 2013 წლის სექტემბრიდან - კომპანია „MFX Group Georgia"-ს მმართველი დირექტორი