სირიაში მიმდინარე კონფლიქტის მსხვერპლმა 115 206 ადამიანს მიაღწია. მათი უმრავლესობა ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირების მონაწილეა.
ორგანიზაცია „The Syrian Observatory for Human Rights" ის მონაცემების ამ რაოდენობის ადამიანი სირიაში 2011 წლის 18 მარტიდან 2013 წლის 30 სექტემბრის ჩართვლით პერიოდშია დაღუპული.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის 47 206 ასადის რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილი მებრძოლია, ხოლო 23 707 ოპოზიციის წარმომადგენელი. ასადს რეგულარული არმიის დანაკარგმა, ორგანიზაციის მონაცემებით 20 804 ადამიანი შეადგინა. გარდა ამისა, ასევე დაღუპულია 18 228 მოხალისე და მოძრაობა „ჰეზბოლას" 174 წარმომადგენელი.
ამბოხებულთა მხრიდან დაღუპულებში 17 071 ყოფილი სამოქალაქო პირია, რომლებმაც იარაღი აიღეს ხელში და ამბოხებულებს შეუერთდდნენ. მათგან 2 176 ყოფილი სამხედროა, რომლებიც ოპოზიციის მხარეს გადავიდა. დაღუპულთა შორის 4460 უცხო ქვეყნის ან არაიდენტიფიცირებული ბოევიკია.
ამას გარდა, კონფლიქტის მიმდინარეობისას დაღუპულია 41 533 სამოქალაქო პირი, მათ შორის 6 087 ბავშვი და 4 079 ქალი. ორგანიზაცია ასევე იუწყება 2 760 ამოუცნობი დაღუპულის შესახებ.