15-20 ოქტომბერს, თბილისში კავკასიაში პირველი ფართომასშტაბიანი დოკუმენტური კინოფესტივალი გაიმართება.
კინოთეატრი "რუსთაველი" უმასპინძლებს უცხოელ და ქართველ კინოპროფესიონალებს ექსპერტებს, საერთაშორისო ფონდებს, კინომოყვარულებს და ფესტივალის განსაკუთრებულ სტუმრებს- ბავშვებს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება: მასტერკლასები, ვორქშოფები, კონფერენციები, მრგვალი მაგიდის შეხვედრებიდა თოქ-შოუები. მასტერკლასებს და კონფერენციებს წარუძღვებიან ევროპელი კინოექსპერტები: ARTE FRANCE, EDN (European Documentary Network) და სხვადასხვა ფესტივალის წარმომადგენლები განიხილავენ ისეთ საკითხებს როგორიცაა, თანამედროვე შემოქმედებითი დოკუმენტური კინოს განვითარება/ პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიაში. აგრეთვე ყურადღება დაეთმობა სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის ფორმატს და თანამშრომლობის თანამედროვე მოდელს ტელევიზიებსა და დამოუკიდებელ კინოპროფესიონალებს შორის.
ფესტივალის ორგანიზატორია NOOSFERA FOUNDATION, რომელმაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განახორციელა 4 საერთაშორისო და ადგილობრივი კინოპროექტი.
ფესტივალი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მარდაჭერით.