5 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე, ბათუმის საელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პირველი მუსიკალური ფესტივალი "ბათუმური შემოდგომა" გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ: ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, საოპერო სტუდია, საგუნდო კაპელა, ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი და ფოლკლორული ანსამბლები.
ფესტივალში "ბათუმური შემოდგომა" ასევე მონაწილეობას მიიღებენ ევროპაში და ა.შ.შ.- ში სახელგანთქმული მუსიკოსები: ემინ გუვენ იაშლიჯამი - დირიჟორი (თურქეთი), ვერიკო ჭუმბურიძე - მევიოლინე (თურქეთი), მაურიციო პრეციოზი - დირიჟორი (იტალია), ზაზა მარჯანიშვილი - ჯაზ - მუსიკოსი - კომპოზიტორი (საქართველო - ა.შ.შ.).მოიცავს როგორც კლასიკური მუსიკის ჟანრს, ასევე მდიდარ ქართულ ფოლკლორს.
ფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.