გიგი უგულავა საკრებულოში მივიდა. დეპუტატებმა მერი სპეციალურად მიიწვიეს ქალაქში არსებული პრობლემატური საკითხების განსახილველად.
ფრაქცია „დედაქალაქის" წევრებისა და მერის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მთავარი განსახილველი საკითხები არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში შექმნილი ვითარება, ასევე სატრანსპორტო შეღავათები, დაგეგმილი და არსებული სოციალური შეღავათები და ავარიული სახლების რეაბილიტაცია.
„მე მზად ვარ შევხვდე საკრებულოს ყველა ფრაქციას, იმისათვის, რომ ყველა სათითაოდ დავარწმუნო ამხანაგობების პროგრამის აღდგენის აუცილებლობაში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროექტი რომელიც ითვალისწინებს ამ პროგრამის აღდგენას. ჩვენ ამ პროგრამით მივაჭრიეთ იმას, რომ თბილისში თვითონ მოსახლეობამ ნელ-ნელა დაიწყო კორპუსებში კიბის უჯრედის, სადარბაზოების, საერთო სარგებლობის ფართების, სახურავებისა და ლიფტების მოვლაზე ზრუნვა", _ განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ გიგი უგულავამ.