ხვალ, 1-ელ ოქტომბერს, საპატრიარქოსთან არსებული ანსამბლის „დები გოგოჭურების" პირველი კლიპის პრეზენტაცია გაიმართება. კლიპი სიმღერაზე „მთიელთა თამაშობანი" უკრაინელი სპეციალისტების ჯგუფმა გადაიღო და უკრაინაში დაამზადა. გადაღებები ხევსურეთში, მთიულეთსა და მცხეთაში მიმდინარეობდა.
კლიპის „მთიელთა თამაშობანი" პრეზენტაცია 19:00 საათზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება. „დები გოგოჭურები" ასევე შეასრულებენ რამდენიმე სიმღერას, მათ შორის შედგება ორი ახალი სიმღერის პრეზენტაცია. საღამოზე ასევე იმღერებენ დები ნაყეურები და დები ზვიადაურები. დასწრება თავისუფალია.