7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისში ივნეთ ჰოლში ცნობილი გიტარისტის თემურ ყვითელაშვილის კონცერტი გაიმართება.
კონცერტი შემსრულებლის შემოქმედებიდან 40 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება. საღამოზე ახალი სოლო ალბომის "ჩემი თბილისი" პრეზენტაცია გაიმართება, სადაც გაჟღერდება კომპოზიციები ახალი სოლო-ალბომიდან.
პრეზენტაცია-კონცერტის მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.