დღეს, 5 მარტს, 14.00 საათზე, "თბილისი ივენთ ჰოლში" პრესკონფერენცია გაიმართება ქართველი ვარსკვლავების და ახალბედა შემსრულებლების ერთობლივი კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც "სთეფ რეკორდსის" და თბილისის მერიის ორგანიზებით, 14 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონცერტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, მათთან ერთად პრესკონფერენციას დაესწრებიან მერიის წარმომადგენლები და კონცერტის მონაწილეები: ირინა თაბორიძე და The Georgians, ლექსენი და Ketrine and Me, სოფო ხალვაში და ABC, მაია დარსმელიძე და ღემა, ქეთათო და ვიტამინი, სალომე კორკოტაშვილი და Mirror Illusion, თიკა ფაცაცია და პორნოპოეზია, ეკა მამალაძე და The Forest.
პრესკონფერენციის მსვლელობისას იგეგმება საკონცერტო მუსიკალური ნომრის შესრულება.