„თანაინვესტირების ფონდისთვის" ერთ-ერთ პრიეროტეტული მიმართულება ტურიზმის მიმართულება იქნება. როგორც ფონდის მმართველი დირექტორი ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში ცოტნე ებრალიძე განმარტავს, საქართველოში ტურიზმის განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით სხვა და სხვა პროექტები განვითარდეს.
ებრალიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მრავალი სასტუმრო ბრენდია შემოსული, ქვეყანაში არ არსებობს ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო ბრენდები.
მისივე განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ტურიზმის სექტორში განვითარდეს ისეთი მიმართულებები რომლებიც დღემდე არ იყო განვითარებული. ებრალიძის განმარტებით, მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა წყალტუბო, რომელიც რამდენიმე წლის უკან მსოფლო ბრენდსაც კი წარმოადგენდა.
ასევე მნიშვნელოვანია გუდაურში ხელოვნული გათოვლიანება, რაც გუდაურში ტურისტულ სეზონს ორი თვით გაახანგრძლივებს.
როგორც ცოტნე ებრალიძე აცხადებს მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრი სასტუმრო ბრენდი ოპერირებს მნიშვნელოვანია ქალაში ახალი ოთხ და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა და ამისათვის ქალაქში ადგილები ჯერ კიდევ არის, თუმცა ის არ გამორიცხავს ასევე, რომ ქალაქში სამომავლოდ უნდა განხორციელდეს პროექტები, რომლებიც დედაქალაქში ორი და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების განვითარებასა და ჰოსტელების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროებთან ერთად თანაინვესტირების ფონდი ინვესტიციას განახორციელებს სასტუმროების დამხმარე ობიექტების მშენბლობაში.