დღეს, 5 მარტს, შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის (BSANNA) მე-4 გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო კონფერენცია _ "უსაფრთხოება - 21-ე საუკუნის გამოწვევის" (Security: the 21-st century challenge) მონაწილენი საქართველოს შს სამინისტროში მივლენ. უცხოელ სტუმრებს შს სამინისტროს ხელმძღვანელობა მიიღებს.
"გასულ წლის ოქტომბერში ბულგარეთში გამართული ასამბლეის ფარგლებში რიგი ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელები დაინტერესდნენ საქართველოში შს სამინისტროს, კერძოდ საპატრულო პოლიციაში განხორციელებული რეფორმებით. ჩვენ შევთავაზეთ სამინისტროს თავად გაეცნოთ სტუმრებისთვის თავიანთი წარმატებების შესახებ. შესაბამისად, 5 მარტს დაგეგმილია ფორუმის მონაწილეთა ვიზიტი შს სამინიტროში", - აცხადებს გოჩა მირცხულავა.
4 მარტს "შერატონ მეტეხი პალასში" შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის (BSANNA) მე-4 გენერალური ასამბლეა და საერთაშორისო კონფერენცია _ "უსაფრთხოება - 21-ე საუკუნის გამოწვევა" გაიმართა.
კონფერენციის მონაწილე საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ საკუთარი პოზიციები გააცნეს საქართველოს პარლამენის ვიცე-სპიკრმა გიგი წერეთელმა, ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა.
უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წასდგნენ საგრანგეთის ელჩი საქრთველოში ერიკ ფურნიე, რუმინეთის ელჩი დან მიჰაი ბარლიბუ, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი პაულ დუბლედაუ, უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ვიაჩესლავ უკრაინეცი.
ქართველმა ექსპერტებმა, მამუკა არეშიძემ, გოგი ხუციშვილმა, დავით ნარმანიამ ისაუბრეს იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც არა მხოლოდ საქართველო, არამედ რეგიონი დგას.
საქართველოს ბიზნესასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ისაკაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკაზე, არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს გაზეთ ვერსიის მთ. რედაქტორმა მაია ფურცელაძემ, სომხეთის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გრეგ ზორიანმა, იტარ-ტასის PR დირექტორმა იაკოვ ბოროვოიმ, უკრინფორმის გენერალურმა დირექტორმა ვიქტორ ჩამარამ.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მასობრივი ინფრმაციის საშუალებებს და განსაკუთრებით საინფრმაციო სააგენტოებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრებათ გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით.
განხილულ იქნა არსებული პრობლემები და საფრთხეები და მათი გადაჭრის გზები.
კონფერენციის დასრულების შეგდეგ გაიმართა შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის (BSANNA) მე-4 გენერალური ასამბლეა, რომელზეც ასამბლეის ტავმდჯომარეობა საქართველომ, კერძოდ კი "საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" გადმოიბარა, ხოლო ასამბელის პრეზიდენტად "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალური დირექტორი გოჩა მირცხულავა აირჩიეს.