პარლამენტის ყოფილ შენობასთან მიმდინარე აქციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები სოსო ჯაჭვლიანი, დავით ლორთქიფანიძე და ნუკრი ქანთარია შეუერთდნენ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან' საუბარში სოსო ჯაჭვლიანიმ განაცხადა აუცილებელია აღდგეს სამართლიანობა.
მისივე განმარტებით სამართლიანობის პროცესიის აღდგენას დააჩქარებს საპრეზიდენტო არევნების შემდეგ ,,ნაციონალებთან" დასრულებული კოჰაბიტაცია.
,, რა თქმა უნდა, სამართლიანობა უნდა აღდგეს. მე ყოველთვის ხალხის გვერდით ვიდგები. სანამ პარლამენტარი გავხდებოდი ვიყავი სოსო ჯაჭვლიანი, პარლამენტშიც სოსო ვარ და პარალმენტის შემდეგაც სოსო ჯაჭვლიანი ვიქნები. სამართლიანობა უმთავრესია, რადგან ყველაფრის მოთმენა შეუძლია ადამიანის გარდა უსამართლობის", _განაცხადა ჯაჭვლიანმა, რომელიც ,,ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვას მოსწონს თუ არა ის ტემპი, რომლითაც სამართლიანობის აღდგენა მიმდინარეობს პასუხობს:
,,ზოგჯერ შეიძლება კმაყოფილი იყო, ზოგჯერ არა. სამართლიანობის აღდგენა ძირითადში იმიტომ ჭიანურდება, რომ რამდენიმე ათასობით საქმეა და შეცდომა, რომ არ მოგვივიდეს, უდანაშაულო რომ არ დავსაჯოთ ეს ყველაფერი ისე უნდა დავალაგოთ, რომ მერე ხალხისგან აგრესია არ წამოვიდეეს. თუმცა როგორ ორჯერ ორი ოთხია, ასევე უნდა აღდგეს სამართლიანობა", _განაცხადა ჯაჭვლიანმა.