თბილისში ბრიტანული ტანსაცმლის ბრენდის - New Look-ის ახალი მაღაზია გაიხსნა. ბრიტანული სტილი, უახლესი ტენდენციები და მიმზიდველი ფასები - New Look-ისთვის დამახასიათებელი მთავარი ნიშნებით, მაღაზია მომხმარებელს დღეიდან ელის.
გახსნის დღესთან დაკავშირებით, New Look-ი მყიდველებს სპეციალურ 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. მაღაზიის პირველ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში ელით - საჩუქრები, ტკბილეული და უფასო მანიკიური. ოთხსართულიან მაღაზიაში, ერთი სართული ფეხსაცმელს, ორი სართული ტანსაცმელს და ერთიც თეთრეულსა და აქსესუარებს ეთმობა.
აღმაშენებლის N116-ში მდებარე მაღაზიის საზეიმო გახსნას, 26 სექტემბერს ჟურნალისტები, ცნობილი სახეები, მსახიობები, მომღერლები, ტელეწამყვანები და მოდის ბლოგერები დაესწრნენ.
საზეიმო ლენტი საღამოს მასპინძელმა - მსახიობმა და ტელეწამყვანმა ეკა ამირეჯიბმა გახსნა. მოწვეულმა სტუმრებმა მაღაზია დაათვალიერეს და ბრენდის მიერ დაწესებული საჩუქრების გათამაშებაშიც მიიღეს მონაწილეობა.
VIP საღამო Fashion show-მ დაასრულა. მაღაზიაში New Look-ის ახალი კოლექციის ჩვენება მოეწყო. მოდელების ვარცხნილობასა და ვიზაჟზე სალონმა „Belleesma"-მ იზრუნა.
New Look-ის ეს მაღაზია რეგიონში ყველაზე დიდია. ბრენდის პირველი მაღაზია, საქართველოში 2012 წლის აპრილში თბილისი მოლში გაიხსნა და ქართველი მოდის მიმდევრებისღვის ერთ-ერთ საყვარელ ბრენდად იქცა.
New Look 1969 წელს შეიქმნა დიდ ბრიტანეთში და ამ დროისთვის მსოფლიოში უკვე ათასზე მეტ მაღაზიას აერთიანებს. ძირითადად ახალგაზრდულ სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა მრავალფეროვანი კოლექცია ნებისმიერი ასაკის ქალბატონს შესთავასებს საინტერესო დეტალს გარდერობის გასაახლებლად, ეს იქნება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული თუ აქსესუარები.
საქართველოში ბრენდს Retail Group Georgia წარმოადგენს რომელიც Alhokair ჯგუფში შემავალი კომპანიაა.