5 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და "Gobal Star"-ის წარმომადგენლებს შორის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება პროექტის პრეზენტაცია და "Gლობალ შტარ"-ის წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას მათი ფუნქციონირების ძირითად მიზნებს გააცნობენ: საქართველოს სასტუმროების ევროპის ერთიან სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა; საქართველოს სასტუმროების კლასიფიკაციის (ვარსკვლავების მინიჭების) ერთიანი მიდგომა; სასტუმროს ვიზიტორებისათვის საერთაშორისო კლასიფიკაციის (სტანდარტების) შესაბამისი პირობების მიღება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, "Gლობალ შტარ"-ის სასტუმროების შეფასების კრიტერიუმები დაფუძნებულია "Hოტელსტარს"-ის მიერ აღიარებული ვარსკვლავების მინიჭების ერთიან ევროპულ სტანდარტზე, ხოლო "Hოტელსტარს"-ის გაერთიანების მიზანია ევროპულ სივრცეში სასტუმროებისთვის ერთიანი შეთანხმებული კვალიფიკაციის უზრუნველყოფა.
გაცნობებთ, რომ ვარსკვალავების მინიჭებისთვის ჩამოყალიბებულია შეფასების 270 კრიტერიუმი, რომელიც მოიცავს სასტუმროს ინფრასტრუქტურას და მომსახურებას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა, "Gლობალ შტარ"-ის ექსპერტები საქართველოს სასტუმროების წარმომადგენლებს სემინარების საშუალებით გააცნობენ ერთიანი ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს, გაუწევენ დახმარებას კლასიფიკაციის ჩატარების და ვარსკლავების მინიჭების სფეროში.
ღონისძიებას დაესწრებიან კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, სასტუმრიების წარმომადგენლები, ექსპერტები და საპატიო სტუმრები.