დღეს, 31 დეკემბერს ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი 61 წლის ხდება. ამ დღისთვის მსახიობები "ბუჭუტას საახალწლო ზღაპარზე" მუშაობენ.
დაბადების დღეს თეატრის დასი ხობში შეხვდება. პრემიერა ხობის მუნიციპალური კულტურის ცენტრის თხოვნით, ხობში გაიმართება.
"უკვე რამდენიმე წელია, თეატრი რამდენიმე მიზეზის გამო იუბილეს და ახალ წელს პრემიერის გარეშე ხვდებოდა. საგანგებოდ ამ დღისთვის პიესა ლევან კვატაშიძეს შევუკვეთეთ, რომელიც ამავე დროს სპექტაკლის რეჟისორია", - აცხადებს თეატრის მმართველი ია იაშვილი.
სპექტაკლში გამოყენებულია იქნება თეატრის სამუზეუმო თოჯინები. სპექტაკლი სამი დღის განმავლობაში _ 28, 29, 30 დეკემბერს _ ქუთაისში გაიმართა.
შესაძლოა, ეს ბოლო ახალი წელი იყოს როდესაც თეატრი იუბილეს საკუთარ შენობაში შეხვდება. კულუარებში საუბრობენ, რომ ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიზაციასთან დაკავშირებით ქუთაისის თოჯინების თეატრმა შენობა უნდა დატოვოს.
თეატრის მმართველი იმედოვნებს, რომ ქალაქის ხელისუფლება გაითვალისწინებს თეატრის ისტორიას და საშუალებას მისცემს, მოღვაწეობა თავის ისტორიულ შენობაში გააგრძელოს.