რუსული საინფორმაციო სააგენტო "ეხო მოსკვის" ეთერში მიწვეული ცნობილი ჟურნალიტი, დისიდენტი და ადამიანის უფლებების დამცველი ვალერია ნოვოდვორსკაია პროგრამა "ოსობოე მნენიეს" დაწყებისას ჟურნალისტს ქართულად მიესალმა. "გამარჯობა", - მიესალმა ნოვორვორსკაია ჟურნალისტს, რომელმაც საუბარი სწორედ რესპონდენტის საქართველოში ვიზიტის მიმოხილვით დაიწყო.
"იმან, რაც მე საქართველოში ვნახე, ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ისეთი შტაბეჭდილება შემექმნა, რომ გაიდარის მოსწავლები ყველა საქართველოში გადასახლდნენ და რეფორმებს ახორციელებენ. ეკონომიკური რეფორმები, ხალხი კაპიტალიზმს აშენებს, მათ სურთ მუშაობა, მათ ისწავლეს მუშაობა, გამუდმებით ხსნიან დაწესებულებებს და ქმნიან ინფრასტრუქტურას. სოფლის მეურნეობაში მხოლოდ მეღვინეობით არ კმაყოფილდებიან. ყველაფერს თავად აკეთებენ - არც ტირიან და არც წუწუნებენ. კორუფცია კი უბრალოდ აღარ დარჩა, ყველა მოხსნეს", _ განაცხადა ნოვოდვორსკაიამ და საქართველოს წარმატებებზე საუბარი გააგრძელა. მას სიტყვა წამყვანმა შეაწყვეტინა და განუცხადა, რომ მან, რომელიღაც ევროპული სამოთხის სურათი დახატა.
"ეს სამოთხე იქნება კიდეც ევროპა. აქ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი იქნებიან ევროპა. მათ გააკეთეს თავიანთი დასავლური არჩევანი, ისინი ადგნენ მუხლებიდან და იცით, ჩვენ როდესმე რამის კეთება დავიწყოთ, უკვე საქართველოს მოსწავლები ვიქნებით, იმიტომ რომ ისინი ჩვენზე გაცილებით წინ არიან", _ აცხადებს ვალერია ნოვოდვორსკაია.