დაღესტანში უცნობმა პირებმა პოლიციის პატრულს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტროს დაღესტნის განყოფილება ავრცელებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შედეგად პატრულის ერთი თანამშრომელი მუცლის არეში დაიჭრა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ქალაქში თავდამსხმელების ძებნა მიმდინარეობს.