საცალო ქსელში ბენზინი გაძვირდა, თუმც ფასის ზრდა ამჯერად ყველა ოპერატორთან ერთი ტარიფით არ მომხდარა. მაგალითად კომპანია „გალფმა" საწვავი ტარიფი 7-10 თეთრით გაზარდა, ხოლო „ვისოლმა" მხოლოდ 5 თეთრით.
კომპანიების საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანია „გალფს" საწვავის ტარიფი თითქმის 4 თვეა არ შეუცვლია და ფასს სტაბილურად იჭერდა, თუმცა 20 სექტემბერს ტარიფი ყველა ტიპის საწვავზე 7-10 თეთრით გაზარდა, გარდა დიზელისა და გაზისა.
ხოლო რაც შეეხება „ვისოლს", მის ქსელშიც გაძვირება 20 სექტემბრიდან ფიქსირდება, თუმც აქ ზრდა მხოლოდ 5 თეთრს შეადგენს. ირკვევა, რომ „ვისოლმა" დიზელის ფასი, „გალფის" მსგავსად, უცვლელი დატოვა, თუმც დიზელი ენერჯის ღირებულება კი 5 თეთრით გააიაფა.
რაც შეეხება ბაზრის სხვა ლიდერებს, „ლუკოილის" ქსელში გაძვირება არ ფიქსირდება, რადგანაც კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო პერიოდში საწვავის ღირებულება „ლუკოილის" ქსელში არ შეცვლილა.