რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი დაქირავებულები სირიის ტერიტორიაზე იბრძვიან. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ სერგეი მნირნოვმა გააკეთა.
მისი განცხადებით, სირიის ტერიტორიაზე შესაძლოა 400 მდე რუსი დაქირავებული იმყოფებოდეს.
მისივე თქმით, „ეს ადამიანები რუსეთში დაბრუნდებიან, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს".
ჩინოვნიკმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის კანონმდებლობაში არ არის მკაფიო აკრძალვა დაქირავებულობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში სირიის მთავრობამ გააკეთა განცხადება ქვეყნაში ამბოხებულების მხარეს მსოფლიოს 29 ქვეყნიდან დაქირავებულები იბრძვიან.