რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მონაწილეობა არ გამორიცხა. ეს საკითხი სადისკუსიო კლუბ „ვალდაის" კრებაზე რამდენჯერ მეისვა.
„არ გამოვრიცხავ", _ განაცხადა პუტინმა საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ფრანსუა ფიიონთან პოლემინის დროს. თუმცა ერთი საათის შემდეგ, პუტინმა საუბრებს მის შესაძლო მონაწილეობაზე 2018 წელს დაგეგმლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაადრევი" უწოდა.
ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა ფიიონის კითხვა უდროო და არააქტუალური იყო. „რიტორიკულ კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცა", _ განაცხადა პესკოვმა.
თუმცაღა, პოლიტოლოგებმა პუტინის პასუხი სავსებით ბუნებრივად მიიჩნიეს.
„ის, რომ პუტინი ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს სრულიად ცხადია. არჩევნებამდე შორია, როგორ შეუძლია მას ეს გამორიცხოს? ამიტომაც მისთვს ეს უსაფრთხო პასუხი იყო", _ განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკოლაი ზლობინმა ჟურნალისტებთან საუბარში,
„მიმაჩნია, რომ ის ამ ვარიანტს, როგორც ძირითადს ისე განიხილავს, რომელიც შესაძლოა მხოლოდ რაღაც ტაქტიკური მიზეზების გამო შეიცვალოს. თუმცა სტრატეგიულად, უდავოდ, მას მეოთხე ვადაზე წასვლა უნდა", _ განაცხადა პოლიტოლოგმა გლებ პავლოვსკიმ.