მორიგი ანონიმური ზარი "112"-ში სამ სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ შევიდა.
ბარნოვის ქუჩაზე მდებარე 53-ე საჯარო სკოლაში და ბაქოს ქუჩაზე
მდებარე 24-ე საჯარო, პეტრიაშვილის ქუჩაზე დებარე 21-ე საჯარო სკოლაში
ევაკუაციაა გამოცხადებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით ზარის ავტორის
ვინაობა დგინდება.
"სკოლაში არსებული ევაკუაციის გეგმის მიხედვით, დაახლოებით 7 წუთში მშვიდად, ინციდენტების გარეშე 1 800 მოსწავლის ევაკუირება მოვახდინეთ. პროცესს არავითარი გარტულება არ მოჰყოლია. პრიონციპში, ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ესეც მორიგი ცრუ განგაშია, თუმცა როდესაც საქმე ბავშვებს და სკოლას ეხება, აუცილებელია მსგავს შემთხვევაში გასატარებელი ყველა წესი ზუსტად დაიცვა,"- განაცხადა მარიამ რამინაშვილმა.
ამ წუთებში ბარნოვის ქუჩაზე სამართალდამცველები და კინოლოგები მუშაობენ და შენობების შემოწმება ხორციელდება.